X
"ნება იბოძონ და ქართველი ხალხის ნება-სურვილზე იმოქმედონ" - "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია ამერიკის საელჩოსთან
16:09 / 15-09-2019
“პატრიოტთა ალიანსი“ აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენციაა - "Now What?".

საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Now What?" ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი მოუწოდებდა, დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა, ინაშვილი ღონისძიებას დაესწრო.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, 12 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ავტორი: ნათია ჩადუნელი

ასევე იხილეთ: "თავისუფლება კრამერებისაგან თუ კრამიტებისაგან!.. მათ თავს გაუვიდათ" - ემზარ კვიციანი
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ირანის ხელისუფლება მალავს რეალურ ინფორმაციას დაავადებულების შესახებ - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი ირანში კორონავირუსის გავრცელებაზე
შეცვლიან თუ არა გახარიას რამდენიმე დღეში და ვინ იქნება შემდეგი პრემიერი?
ქართველი "ლუი ანდერსონი", რომელიც 3 წლის წინ, მთელმა საქართველომ შეიყვარა, უმძიმეს მდგომარეობაშია