loader

საქართველოს 2 ახალი მსოფლიო ჩემპიონი - ნახეთ გამარჯვების ამაღელვებელი წუთები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს 2 ახალი მსოფლიო ჩემპიონი - ნახეთ გამარჯვების ამაღელვებელი წუთები

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ორი ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ნუგზარ წურწუმიამ (-55) მსოფლიო ჩემპიონატზე ყაზახი შორლან ჟაკანშა 59 წამში დაამარცხა (8:0) და ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი 12 წლის შემდეგ მოიპოვა.
ამავე დღეს, 15 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ (82 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლამდე ლაშამ ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს 7:0, ჩინელ ჰაიტაი ქიანს 9:0 და უზბეკ ნურბეკ ჰაშიმბეკოვს 3:1 მოუგო.