loader

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები- 25 წლის ქალი ქმართან გაცილებული იყო და 2 და 4 წლის შვილებთან მარტო ცხოვრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები- 25 წლის ქალი ქმართან გაცილებული იყო და 2 და 4 წლის შვილებთან მარტო ცხოვრობდა

ზესტაფონში დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „პალიტრავიდეოს“ კორესპონდენტი იუწყება, მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის დილიდან არ გამოჩენილა და ახლობლებმა მოაკითხეს. ისინი ბინაში, მეორე სართულზე, ფანჯრიდან შევიდნენ და გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ჯერ არ მომხდარა ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ასევე იხილეთ: საშინელი ტრაგედია ზესტაფონში - დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს