loader

რას ამბობენ მეზობლები ზესტაფონში, დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ მეზობლები ზესტაფონში, დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების საქმეზე

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვების ასაკი 2 და 4 წელი იყო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.