loader

სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა: "მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა: "მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, დღეს დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა.