loader

"დიდი ზომისაა და ჩვეულებრივი კრაზანებივით იკბინებიან" - ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ზომისაა და ჩვეულებრივი კრაზანებივით იკბინებიან" - ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ინფორმაციას ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ინექციის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.