loader

ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში ავარიას ემსხვერპლა - ტრაგედიის მომენტში ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში ავარიას ემსხვერპლა - ტრაგედიის მომენტში ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა

თბი­ლის­ში, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 19 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­ცურ­და და ბორ­დი­ურს შე­ე­ჯა­ხა. ოთხი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მო­რაგ­ბე ბარ­თლო­მე კა­ლა­ძეა. იგი სა­ქარ­თვე­ლოს 18 წლამ­დე მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი და რაგ­ბის კლუბ "იუნ­კე­რე­ბის" მო­რაგ­ბე იყო. ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა რაგ­ბის კლუ­ბ "აიას" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე:

"რაგ­ბის კლუ­ბი "აია" მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს რაგ­ბის კლუბის, კი­კე­თის "იუნ­კე­რე­ბის" მო­რაგ­ბის, ბარ­თლო­მე კა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ბარ­თლო­მეს ოჯახს და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რაგ­ბის კლუბ "იუნ­კე­რე­ბის" მო­რაგ­ბე­ებს".