loader

ავარია ზუგდიდში: სასწრაფო, რომელსაც ავადმყოფი გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ზუგდიდში: სასწრაფო, რომელსაც ავადმყოფი გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი

ზუგდიდში, 8 მარტისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავადმყოფი გადაჰყავდა.

5 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: თათული როგავა