loader

ახლა როგორ გამოიყურება ადგილი მუხრანის ტყეში, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლა როგორ გამოიყურება ადგილი მუხრანის ტყეში, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნდება. მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან საწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. განათლების მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი 170 ათასი კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ ეტაპზე 2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, მოეწყობა ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი