"თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს უნდა მიატოვო სწავლა" - 79 წლის ფოთელი პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
14:43 / 20-09-2019
ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია. 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოსა და წოდების მფლობელია.
ნატრული ტაბიძე Palitravideo.ge-სთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ განაცხადა უარი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე.
ავტორი: მაია ძაგანია
Palitravideo.ge ფოთიდან