loader

პირველი კადრები ბავშვთა პორნოგრაფიისა საქმეზე დაკავებული ავსტრალიელის პროცესიდან - რა ხდებოდა, სანამ სხდომა დაიხურებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბავშვთა პორნოგრაფიისა საქმეზე დაკავებული ავსტრალიელის პროცესიდან - რა ხდებოდა, სანამ სხდომა დაიხურებოდა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს, პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ასევე დაგაინტერესებთ: ცნობილია კონსპირაციული ბინების მისამართები, რომლებსაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალებისთვის იყენებდნენ - რას ამბობენ მეზობლები?

"პორნო რა არი, მე რა ვიცი" - რას ჰყვება საბავშვო პორნოგრაფიის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი

"გამოიპრანჭებოდა და ინტელიგენტივით დადიოდა" - რას ჰყვება ოჯახი, სადაც ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებული ამერიკელი პედაგოგი ცხოვრობდა

შსს-ს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან მშობლები, რომლებიც თბილისში საკუთარ შვილებს, ფულის სანაცვლოდ, პორნოგრაფიული გადაღებისთვის იყენებდნენ