loader

დოლიძის ქუჩაზე ხე ორ მამაკაცს დაეცა - თბილისის უმეტეს რაონებში ძლიერი ქარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოლიძის ქუჩაზე ხე ორ მამაკაცს დაეცა - თბილისის უმეტეს რაონებში ძლიერი ქარია

ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

დღეს, თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.