loader

ტყიბულში 30-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ხელფასის მიღებამდე ამოსვლაზე უარს აცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში 30-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ხელფასის მიღებამდე ამოსვლაზე უარს აცხადებს

დღეს დილიდან ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის დაურიცხავენ ხელფასებს.