loader

რა უთხრა ტრამპმა ზელენსკის, რის გამოც მას იმპიჩმენტით ემუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა ტრამპმა ზელენსკის, რის გამოც მას იმპიჩმენტით ემუქრებიან

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ყურადღება მიექცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებულია ტრამპისა და ზელენსკის მიმდინარე წლის 25 ივლისის საუბრის სტენოგრამა. მასში ნათქვამია, რომ ეს არ არის სიტყვასიტყვით დაშიფრული სტენოგრამა.

სწორედ ეს საუბარი გახდა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საბაბი. სამშაბათს, საღამოს, ამერიკის კონგრესის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ წარმომადგენლობითი პალატა მზად არის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყოს.