loader

"მე გამკეთებელი ვარ და არაფრის თავი რომ არ გაქვს, ნუ იჯგიმები" - ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე გამკეთებელი ვარ და არაფრის თავი რომ არ გაქვს, ნუ იჯგიმები" - ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს

იურიდიული კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ მოხდა, რომელიც ბესელია-ზარდიაშვილის ინციდენტის გამო იყო შეწყვეტილი. დარბაზში დაბრუნებულ ბესელიას, რომელიც განცხადების გაკეთებას მოითხოვდა, ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუკი ბესელიას მხრიდან კვლავ ექნებოდა სხდომის ჩაშლას ადგილი, დარბაზს დაატოვებინებდა.