loader

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა

გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა. ისინი გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურაში დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე - რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

პროკურატურაში შესვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ამ საქმეზე მედიის შეკითხვებს არ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.