loader

"გენიალურია ეს კაცი და რა გინდა, რომ თქვა" - ლაშა ტალახაძემ რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გენიალურია ეს კაცი და რა გინდა, რომ თქვა" - ლაშა ტალახაძემ რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

შეჯიბრება აკვრაში რამდენიმე წუთში დაიწყება.