loader

კადრები ოზურგეთიდან, სადაც ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ოზურგეთიდან, სადაც ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა

ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.