loader

კადრები ვარკეთილიდან, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული 45-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ვარკეთილიდან, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული 45-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს

თბილისში, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული დაახლოებით 45 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ განუცხადა, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი გამოცხადდა, რომლებმაც დროულად შეაფასეს სიტუაცია და 18 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის ორი პირის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.




ავტორი: ეკუნა ლემონჯავა