loader

"მხოლოდ 10 წუთი მოგვცეს, რომ წამლები და აუცილებელი ნივთები გამოგვეტანა" - რა ხდება ვარკეთილის იმ კორპუსში, საიდანაც მოსახლეობა გამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხოლოდ 10 წუთი მოგვცეს, რომ წამლები და აუცილებელი ნივთები გამოგვეტანა" - რა ხდება ვარკეთილის იმ კორპუსში, საიდანაც მოსახლეობა გამოიყვანეს

ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოდან, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მცხოვრებლებს ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. ადგილობრივებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ 10 წუთი მიეცათ იმისათვის, რომ სახლიდან აუცილებელი ნივთები გამოეტანათ. 18 ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ამ დრომდე ევაკუირებულია.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და რაიონის გამგებელი. როგორც სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, ისინი შეისწავლიან 322-ე კორპუსის საძირკველს და მოხდება მისი მთლიანი კარკასული გამაგრება. ამასთან სამხარაძე აღნიშნავს, რომ გვერდით სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, რადგანაც კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს.


ავტორი: ლელა მდივანი