loader

"გამთენიისას გულის ტკივილის გამო გააღვიძა მეგობარი" - რისგან გარდაიცვალა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი ატოცში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამთენიისას გულის ტკივილის გამო გააღვიძა მეგობარი" - რისგან გარდაიცვალა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი ატოცში?

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილების პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები.