loader

12 ოქტომბერს წლის მთავარი ღვინის ფესტივალი შარდენზე გაიმართება - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 ოქტომბერს წლის მთავარი ღვინის ფესტივალი შარდენზე გაიმართება - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"

12 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, შარდენზე, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.

ღვინის დეგუსტაციისა და გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი. სტუმრებს მათი დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ. გამოიფინება საქართველოს თემაზე შექმნილი აქსესუარები, წიგნები ღვინის შესახებ.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის, დაიდგმება პერფორმანსები, ხალხური ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართული სიმღერები, გაიმართება ელის ფეირინგის წიგნის, „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა. გასული წლების მსგავსად, დამთვალიერებლები იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და მიმების შოუს. ეს დღე ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ფესტივალი, ღვინის მედიაპორტალ allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდება.

მონაწილეობას, დიდ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც მიიღებენ.
ეს ყველაფერი 12 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე დაგხვდებათ!
არ გამოტოვოთ ღვინის დღესასწაული!