loader

"ამისთანა ვარსკვლავივით ბავშვს უტეხავს სახელს" - რას ამბობენ დედა და გოგონა, რომელსაც მასწავლებლის დაგორებაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამისთანა ვარსკვლავივით ბავშვს უტეხავს სახელს" - რას ამბობენ დედა და გოგონა, რომელსაც მასწავლებლის დაგორებაში ადანაშაულებენ

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის დედა აცხადებს, რომ მასწავლებელი, რომელიც მის შვილს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ცრუობს. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5 საჯაროს სკოლის ყოფილ დირექტორს, არსენ დემეტრაშვილს და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია #5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მუსიკის პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში მოათავსეს. ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა.

ვიდეოს "ინფორუსთავი" ავრცელებს.