loader

ვრცელდება ვაკეში მომხდარი დაჭრის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვაკეში მომხდარი დაჭრის კადრები

"კურიერმა" მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებაა გადაღებული. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია.

როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.

შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვიდეო: "რუსთავი 2"