loader

"ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები" - როგორია ვაკეში დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები" - როგორია ვაკეში დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, ის მუცლის არეში, ქვედა კიდურში და ზურგის არეშია დაჭრილი, თუმცა, ექიმი ვერ აკონკრეტებს დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თუ არა მიყენებული.

ამასთან, მისივე თქმით, დაშავებულს თავის არეში, კანქვეშ აქვს ჰემატომა, რაც ექიმის თქმით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, სავარაუდოდ, არცერთი არ არის.