loader

ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს - რას ამბობენ მეზობლები ტრაგედიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს - რას ამბობენ მეზობლები ტრაგედიაზე?

ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სოფელ ჯუმის გამგებელმა ზურაბ ფაჟავამ დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, წურწუმია ქუთაისის ციხეში იმყოფებოდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წურწუმიამ თავი მოიკლა, გამგებელი ამას ვერ ადასტურებს.

წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

ავტორი: თათული როგავა