loader

რა ვიდეომასალას აქვეყნებს უკრაინის პოლიცია საქართველოს "N1 ტერორისტის" ლიკვიდაციის ადგილიდან -ჭიჭიაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეომასალას აქვეყნებს უკრაინის პოლიცია საქართველოს "N1 ტერორისტის" ლიკვიდაციის ადგილიდან -ჭიჭიაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები (+18)

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილია. "გიდასტურებთ, რომ გარდაცვლილი არის შოთა ჭიჭიაშვილი. საკითხზე კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან უკვე შედგა", - აცხადებენ შსს-ში.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1-ელ ოქტომბერს, სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.

მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.