loader

რა ქონებას ფლობს გახარიას ყოფილი მოადგილე, რომელიც ახლა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - ნათია მეზვრიშვილის შემოსავლები და ვალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ქონებას ფლობს გახარიას ყოფილი მოადგილე, რომელიც ახლა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - ნათია მეზვრიშვილის შემოსავლები და ვალები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. კახა კახიშვილი კი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

რაც შეეხება მის დეკლარირებულ ქონებას: 2019 წლის 27 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ფლობს 61 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 1 955,07 ლარი და 560,15 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მეზვრიშვილის შემოსავალმა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 106 382,42 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მიწვეულ სპეციალისტად (პედაგოგი) მუშაობისას წინა წელს 4 050 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში უფიქსირდებოდა სესხი, რომლის შედეგადაც მეზვრიშვილის წლიურმა გასავალმა 8520 დოლარი შეადგინა.