loader

გაინტერესებთ, რატომ ხარჯავთ სუპერმარკეტში უფრო მეტს, ვიდრე აქამდე ხარჯავდით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაინტერესებთ, რატომ ხარჯავთ სუპერმარკეტში უფრო მეტს, ვიდრე აქამდე ხარჯავდით?

"საქსტატის" ცნობით, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მათ შორის: პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის ნაწარმზე, თამბაქოზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე. კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პური - 10.8%-ით; ხორცი - 12.6%-ით; რძე, ყველი და კვერცხი - 14.6%-ით, თამბაქო კი - 29%-ით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7-პროცენტიანი ზრდა.

სრული ტექსტი