loader

"არ გეწყინოთ, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არა, ასამბლეის პრეზიდენტის სკამში იჯდა" - რა თქვა ქუცნაშვილმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გეწყინოთ, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არა, ასამბლეის პრეზიდენტის სკამში იჯდა" - რა თქვა ქუცნაშვილმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ

ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მანდატი თავისივე ინიციატივით დატოვა, რისთვისაც გუნდმა მადლობაც გადაუხადა.

მისივე განმარტებით, სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ასამბლეის პრეზიდენტი.

"როცა ვამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა, არ გეწყინოთ, ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არ იჯდა, ასამბლეის პრეზიდენტის სკამში იჯდა. ის აქ არ იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩამობრძანებული, ან როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი. იქ იჯდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი", - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.