loader

როგორი იქნება ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული იმით იქნება, რომ მისი სიგანე 15 მეტრია - პროექტის განხორციელება მილიარდზე მეტია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული იმით იქნება, რომ მისი სიგანე 15 მეტრია - პროექტის განხორციელება მილიარდზე მეტია

ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოჰყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

მათივე ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 მონაკვეთად არის დაყოფილი. ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.