loader

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე ამბავს დეტალურად იხსენებს - "თოფის მიხედვა, ლულის დანახვა და სროლა, ერთი იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე ამბავს დეტალურად იხსენებს - "თოფის მიხედვა, ლულის დანახვა და სროლა, ერთი იყო"

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ, "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლული 70 წლის ელდარ ივანელაშვილის ახლობლები ამბობენ, დაახლოებით 20 წლის წინ, მასსა და შოთა დარბაისელს შორის კონფლიქტი იყო, რა დროსაც შოთა დარბაისელმა ივანელაშვილისთვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენება სცადა, თუმცა, მას შემდეგ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, დღეს, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი, დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მივიდა და ივანელაშვილს ფული სთხოვა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა 70 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.