loader

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გაკითხვაზე მივიდა - შესვლამდე გაკეთებული კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გაკითხვაზე მივიდა - შესვლამდე გაკეთებული კომენტარები

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნოდარ მელაძეს საგამოძიებო უწყებასთან კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ უმუშავია და ვერც პროკურატურაში დაბარებები შეაშინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.