loader

უკომენტაროდ: უწყვეტი ტაშითა და ცრემლიანი თვალებით, ასობით ადამიანი გია ყანჩელს უკანასკნელ გზაზე აცილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკომენტაროდ: უწყვეტი ტაშითა და ცრემლიანი თვალებით, ასობით ადამიანი გია ყანჩელს უკანასკნელ გზაზე აცილებს

კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდის მიმდინარეობისას, გია ყანჩელის პატივსაცემად, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა.

გია ყანჩელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.