loader

რა უთხრა პროკურატურიდან გამოსულმა მელაძემ კოლეგებს - "მთავარი მიზანია ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, ეს ძალიან ცუდი იქნება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა პროკურატურიდან გამოსულმა მელაძემ კოლეგებს - "მთავარი მიზანია ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, ეს ძალიან ცუდი იქნება"

ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

როგორც მელაძე აღნიშნავს, გაუთქმელობაზე ხელი მასაც მოაწერინეს და საგამოძიებო უწყების წარმინადგენლებმა სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

„დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება: ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭერენ, „მთავარი არხის" მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა მელაძემ.