loader

"ბავშვებმა შორეული ნათესავი ვერ იცნეს, შეეშინდათ, ეგონათ ვიღაც სხვა იყო" - რას ჰყვება სოფელ განთიადში სავარაუდოდ გატაცებული ბავშვების ბებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვებმა შორეული ნათესავი ვერ იცნეს, შეეშინდათ, ეგონათ ვიღაც სხვა იყო" - რას ჰყვება სოფელ განთიადში სავარაუდოდ გატაცებული ბავშვების ბებია

სოფელ განთიადში, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეების სავარაუდო გატაცების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა აწარმოა. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ფაქტი არ დადასტურდა.

თავის მხრივ მოზარდების ბებია აცხადებს, ორი დღის წინ სკოლაში მიმავალი ბავშვები ნათესავმა მანქნაში ჩაისვა და სკოლაში მიყვანა შესთავაზა. როგორც ბებია ამბობს, ბავშვებმა ნათესავები ვერ იცნეს და მოკლე მანძილის გავლის შემდეგ, მანქანიდან გადმოხტნენე და სახლში შეშინებული დაბრუნდნენ.
ბებია აცხადებს, რომ ბავშვები სახლში სხვა გზიდან შეშინებულები დაბრუნდნენ და ამიტომ ბაბუამ სამართალდამცავებს მომხდარი შეატყობინა. ბებიის თქმით, ფაქტის შემდეგ ნათესავი გამოჩნდა ესაუბრა.