loader

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“(დავით გარეჯი) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.