რა ჩვენება მისცეს დაკავებულმა პოლიციელებმა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ცივი იარაღით 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
19:05 / 08-10-2019
დავით მუმლაძის კვალი 1 ოქტომბერს დაიკარგა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.
საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი. ასევე დაკავებულები არიან მისი მეგობრები და 1 პირი ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.