loader

თადუმაძემ აღიარა, რომ არ იცის, ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა" - გენპროკურორის პასუხი რომან გოცირიძის კითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თადუმაძემ აღიარა, რომ არ იცის, ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა" - გენპროკურორის პასუხი რომან გოცირიძის კითხვაზე

გენერალურმა პროკურორმა რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", უპასუხა, რომ არ იცის. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აღნიშნული კითხვა მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენენ. გოცირიძემ სხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომლებიც ბროშურადაა გამოცემული.

"ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს. როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოჰკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?", - მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა თქვა: "არ ვიცი".

ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა, ამ ფრაზაში "რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოჰკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოჰკვეთეს მარჯვენა დღეს".