loader

რა ვიცით გრიგოლ ლილუაშვილის წარსულზე, რომელიც მთავრობამ სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატად დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით გრიგოლ ლილუაშვილის წარსულზე, რომელიც მთავრობამ სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატად დაასახელა

გადაწყვეტილია: მთავრობას სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის გაყვანა სურს. ის ამ პოზიციაზე ვახტანგ გომელაურს ჩაანაცვლებს, რომელიც ახლა უკვე შს მინისტრია.

რა ვიცით მთავრობის ფავორიტი კანდიდატის შესახებ?

სამწუხაროდ, ვებგვერდი, სადაც საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარაციის მოპოვებაა შესაძლებელი, რამდენიმე დღე არ მუშაობს. ამიტომ არ გვაქვს ინფორმაცია ლილუაშვილის ქონების შესახებ, თუმცა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე იძებნება ინფორმაცია მისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
გრიგოლ ლილუაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ პოზიციებს საჯარო სექტორში. ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც თბილისის მერი ნარმანია იყო, ის მერის მოადგილედ დანიშნეს. შემდეგ პერიოდში კი, როდესაც ნარმანია კალაძემ ჩაანაცვლა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ენერგეტიკის სამინისტროს ჩაიბარებდა.
თუმცა წარსულში მისი პროფესიული საქმიანობა, უმთავრესად, "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებულ კომპანიებთან იკვეთებოდა, მათ შორის, უმაღლეს პოზიციებზე. მაგალითად,
2008 წლიდან შპს "ქართუ მშენებელის" გენერალური დირექტორის უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა 2013 წლამდე, ხოლო 2013-14 წლებში შპს "ბურჯის" გენერალური დირექტორი იყო, რომელიც "ქართუ ჯგუფში" იყო გაერთიანებული. ხოლო 2015-16 წლებში, პარალელურად, "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სააქციო საზოგადოება "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო...