"გაგვაუბედურეს, გაგვამწარეს... ერთი აქეთ ვარდება, მეორე იქით" - ახალი დეტალები ორხევში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე
15:02 / 09-10-2019
"უკონფლიქტოდ არაფერი ხდება. ბრალდებული ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით. ალბათ, სერიოზული რაღაც იყო. მოკლული შორიდან მყავს ნანახი. დაკავებულის შვილი საბერძნეთშია, ცოლი კი გარდაცვლილია", - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა.
ცნობისთვის, ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.