loader

რატომ დაიბარეს გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე, სადაც დღეს უნდა გამოცხადდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დაიბარეს გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე, სადაც დღეს უნდა გამოცხადდეს

სამაუწყებლო კომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი გიორგი გაბუნია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა. როგორც "პალიტრანიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გაბუნია უწყებაში 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია", - აცხადებენ პროკურატურაში.