loader

"ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები" - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები" - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა. ტყუილი სასამართლო, პროკურატურა, დიპლომი, ურთიერთობები, დაპირებები. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ჩვენი მომავლისთვის საჭირო ურთიერთობები გამჭვირვალე გახადოს.

„რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს შვილებსა და ჩვენს მომავალს სჭირდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.