loader

რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესი "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა.

გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.