loader

"ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მას შემდეგ, რაც დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მას შემდეგ, რაც დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონული სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა.

ამის საფუძვლად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).

ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დაეთანხმნენ, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. ასევე, აცხადებდნენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს.

თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა.

ავტორი: ია თინიკაშვილი

ასევე იხილეთ: რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის მიმართ?

ჩემს შვილს ვინმე იგორი ემუქრებოდა - მითხრა: შენი შვილი უნდა "დავბრიდოო" - რას ჰყვება ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა

"ჩემს შვილს ემუქრებოდა: ერთი სული მაქვს, შენი თავი მოვაკვლევინო... როდის შეგჭამენ მატლებიო" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა

"მოსალაპარაკებლად "ლიმონკით" იყო მისული?!" - რას ამბობს ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ახალი დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეში: "ჩემს ძმას ურკავდა ვიღაც იგორი, რომელიც იმ ქალბატონის საყვარელია და უკრძალავდა ბავშვებთან ურთიერთობას"