loader

რაც ტელევიზიით არ გინახავთ: რაში დახარჯეს პოლიციელებმა იმ ადამიანის გატაცებისთვის აღებული ფული, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაც ტელევიზიით არ გინახავთ: რაში დახარჯეს პოლიციელებმა იმ ადამიანის გატაცებისთვის აღებული ფული, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

გაზეთი "კვირის პალიტრა" ადამიანის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელების სკანდალურ ჩვენებებს აქვეყნებს, რომელიც ამ დრომდე მედიაში არ გამოქვეყნებულა. 
გამოძიების ინფორმაციით, მოქმედი პოლიციელები - დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე, მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. ზურაბ დადეშელს დანით 30 ჭრილ­ობა მიაყენეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ წყალმა გამორიყა.

იხილეთ ვრცელი სტატია "კვირის პალიტრის" დღევანდელ (14 ოქტომბერი) ნომერში, ან ვებგვერდზე Kvirispalitra.ge