loader

დამანგრეველი ტაიფუნის შედეგები იაპონიაში: კადრები წყლით დაფარული ქალაქებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამანგრეველი ტაიფუნის შედეგები იაპონიაში: კადრები წყლით დაფარული ქალაქებიდან

იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როოტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ტაიფუნმა ფუკუშიმას პრეფექტურაში გამოიწვია, სადაც სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის, დედა-შვილი გარდაიცვალა.

24 000 ოჯახი ელექტროენერგიის, 138 000 კი წყლის მიწოდების გარეშეა დარჩენილი.

იაპონელი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ "ჰაგიბისი", რომელიც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.