"მინდა კიდევ ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს" - კახა კალაძის ახალი შეთავაზება
12:10 / 15-10-2019
კალაძის თქმით, მძღოლებს ვაუჩერის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ. ამასთან, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.