loader

"მომიკლეს შვილი, არ მიაქციეს ყურადღება... ყოველდღე ვიღაც იღუპება" - რას ჰყვებიან დედა და ახლობლები ხაშურში მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომიკლეს შვილი, არ მიაქციეს ყურადღება... ყოველდღე ვიღაც იღუპება" - რას ჰყვებიან დედა და ახლობლები ხაშურში მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე

ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება.

გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი ფაქტები ამ ჰოსპიტალში ხშირად ხდება.

ამასთან, გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ყველა იმ მედპერსონალის დასჯას ითხოვს, ვინც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ვერ შეასრულა და ოთხი შვილის დედა დაღუპა.

ასევე იხილეთ: ვინ იყო 40 წლის ქალი, რომელიც ხაშურის სამშობიაროში ბავშვთან ერთად გარდაიცვალა

"ერთადერთხელ მოვიდა, პირადობის მოწმობა ჰქონდა ვადაგასული, მერე აღარ მოსულა" - რას ამბობს მეან-გინეკოლოგი, რომელსაც დაღუპული მშობიარე ქალის ახლობლები გულგრილობაში ადანაშაულებენ?

"ექიმებს ეხვეწებოდა, მიშველეთ, საკეისრო გამიკეთეთ, ვეღარ ვსუნთქავო" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი ხაშურის სამშობიაროში დედა-შვილის გარდაცვალებაზე

"ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა" - ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი