loader

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, შესაძლოა, ფრენები განახლდეს - რომელ ქალაქში იფრენს რუსული ავიაკომპანია მოსკოვიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, შესაძლოა, ფრენები განახლდეს - რომელ ქალაქში იფრენს რუსული ავიაკომპანია მოსკოვიდან?

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, შესაძლოა, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა ივნისში დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ აუკრძალა.